დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა გადაყვანილი კარანტინში ბიძინა ივანიშვლის შვილი, უტა ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ აირზენას რეისით ჩამოფრინდა. ჟურნალისტების კიხვაზე, სად არის უტა ივანიშვილი გამყრელიძე პასუხობს, რომ ის პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს:
“ვიცი, რომ ჩამოფრინდა საფრანგეთი-თბილისის რეისი, თუ არ ვცდები, “აირზენასი”. საფრანგეთიდან ჩამოსული ადამიანები, ყველა ექვემდებარება კარნატინს ან თვითიზოლაციას. მოგეხსენებათ, თუ არის თვითიზოლაციის საშუალება, შემდგომ იღებს ამ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სანიტარულ-საკარანტინო სამსახური. გუშინ საფრანგეთიდან შემოსული ყველა ადამიანი გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.
იმის შესახებ, რომ უტა ივანიშვილი პარიზი–თბილისის რეისით გუშინ ჩამოფრინდა, რეისის მგზავრებისგან გახდა ცნობილი, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ჩამოსვლისთანავე შემოწმებაზე, შემდეგ კი კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ უტა ივანიშვილი მათთან აღარ უნდახავთ. მგზავრები ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი საკარანტინო ზომებს მოარიდეს და სხვა მგზავრებისგან განსხვავებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.