„ამის გამო შეიძლება მე დღეს თავდაცვის ძალებიდან გამომიშვან“, – რას წერს ქართველი ჯარისკაცი

ქართველი ჯარისკაცი ნიკოლოზ კვანჭიანი სოციალურ ქსელში დავით გარეჯთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ამის გამო, შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ.

„SOS! ვიცი რომ სერიოზულ განცხადებას ვაკეთებ და ამის გამო შეიძლება მე დღეს თავდაცვის ძალებიდან გამომიშვან ან სხვა ზომებიც კი მიიღონ რომ ეს ფოტო წავშალო ჩემი ფეისბუქ გვერდიდან მაგრამ, არსებობს გარემოებები, არსებობს ის რაღაც

რისთვისაც მიღირს ყველაფერზე წასვლა, თუ ადამიანი სიმართლის მხარეს დგახარ, ყიველთვის იცოდე რომ შენს უკან უფალი დგას ღმერთი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა რისა მეშინოდეს?! დუმილი ოქროა

მაგრამ ილაპარაკო და იმოქმედო საჭირო დროს, საჭირო ვითარებაშიბრილიანტი ასე რომ, ჩემს აზრს არ შევიცვლი რაც არუნდა მოხდეს!მოგიწოდებთ, მტკიდეც დაიცვათ სამშობლო და დედაეკლესია, მტკიცედ იდგეთ სიმართლის მხარეს, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს, იცოდეთ რომ, ხალხი თუ არა უფალი დაგიფასებთ.თითოეული ჩვენთაგანი ვართ საქართველოს სახე!დაიცავი შენი წილი სამშობლო!დაიცავი შენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა-წყალი!აზერბაიჯანი დამპყრობელია ოკუპანტია“, – წერს ნიკოლოზ კვანჭიანი.