პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად 50 მილიონი ლარის რესურსი არ უნდა დაიხარჯოს,რადგან ახალი ოფისის აშენება ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი.
„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.