“ან ხვალ ივანიშვილი მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან ძალიან ცუდად დაამთავრებს“–სააკაშვილი

“ან ხვალ ივანიშვილი მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან უახლოეს მომავალში ძალიან ცუდად დაამთავრებს“– ეს სტატუსი ფეისბუქზე ფოტოს სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. 

ხვალ პარლამენტი 2020–ის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის ემზადება. პროექტისთვის კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარათ, თუმცა უმრავლესობის წევრთა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი პროექტს მხარს არ უჭერენ. უმრავლესობის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ცდილობენ კოლეგები დაარწმუნონ პროექტის მხარდაჭერაში და ამასვე ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ოპოზიციას ამის არ ჯერა და თვლის, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის სპექტაკლია და პროექტის ჩაგდება სინამდვილეში ივანიშვილის სცენარით მიდის.