ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს ოქტომბრელის ნიშანი შეუძინა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. დოლიძის თქმით, კობახიძეს საჩუქარს 2020 წლის ოქტომბერში გადასცემს.
“საჩუქარი შევუძინე ირაკლი კობახიძეს. მოგეხსენებათ, მათ ოქტომბრელებს ვეძახი და გპირდებით, რომ სწორედ კობახიძეს და იმ ოქტომბრელების გუნდს, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება, პირადად გადავცემ ამ ოქტომბრელების ნიშანს რომ საამაყოდ ატარონ, როდესაც ისინი სამუდამოდ დატოვებენ ქართულ პოლიტიკას 2020-ის ოქტომბერში”-განაცხადა ანა დოლიძემ.