ანა დოლიძემ შესაძლოა, მთაწმინდის ოლქში იყაროს კენჭი

{{ARTICLEIMAGE}}

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი. როგორც ცნობილია, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წელს, აპრილის ბოლოს იმის გამო ჩატარდება, რომ ოლქის დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

“რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებისთვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ. თუ აღმოჩნდება, რომ ბეტონის კედელს ვურტყამ თავს და ცვლილებების პერსპექტივა არ არის, არავითარ საშუალებას არ გამოვრიცხავ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერა, თუ სხვა ათასი საშუალება, ნამდვილად არ გამოვრიცხავ“, ამბობს ანა დოლიძე.