„ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.
17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.