„ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, დაკავებული 4 პირი შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დაპირისპირების შედეგად „ანას ბაღთან“ დღის მეორე ნახევარში 4 პირი დააკავეს.

ამჟამად დაკავებულია მხოლოდ 6 პირი. როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის აცხადებს, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს და ისევ გამწვანება დარჩეს.