“ანას ბაღთან” გაშენებულ სკვერს არბევენ (ლაივი)

ამ წუთებში  “ანას ბაღთან” პარტიზანულად მოწყობილი პარკს მშენებელი კომპანიის დაქირავებული მუშები და დაცვის თანამშრომლები შლიან. ამოთხარეს ნერგები, გადაიტანეს საქანელა, სკამი და მაგიდა, რომლებიც ადგილობრივებმა პარკის მოსაწყობად მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.