სკანდალური დაპირისპირებები საპატრიარქოში გრძელდება-“მთავარი არხის ” ინფორმაციით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.
სვეტიცხოველში შეკრებილმა მაღალმა იერარქებმა განაცხადეს, საკითხზე წმინდა სინოდი იმსჯელებს.მეუფე ანტონი ამბობს, რომ ამ საკითხს უახლოეს სინოდის სხდომაზე განიხილავენ.
“რა თქმა უნდა განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში”- აცხადებს წმინდა სინოდის წევრი.
ცნობისთვის, შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტის,მეუფე გრიგოლის დედის გასვენებაში მოხდა.