ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

უწყებაში შესვლამდე მას ჟურნალისტებმა შეკიტხვები სკანდალური შეწყალების შესახებ დაუსვეს. მან არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

“არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს,” – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი და მასში  რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მონაწილეობს.გაბუნიამ კი ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ შესასწყალებენ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.