ხმაური სოფელ მერეთთან არსებულ პოლიციის საგუშაგოზე – სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ” რუსეთი ოკუპანტია” წევრები და აქტივისტები გააჩერეს და სოფელ გუგუტიაანთკარის მიმართულებით არ გაატარეს. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ რომ მათ მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა უნდოდათ, მათი მხარდაჭერის მიზნით.
ახალგაზრდებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე შეხვდა. ირაკლი ანთაძემ განმარტა რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა დროებითი ღონისძიებაა და ის უსაფრთხოების დაცვისთვისაა საჭირო. გუგუტიაანთკარში შესვლას უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ითხოვს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”.