ანტისაოკუპაციო აქციაზე სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

 

უწყვეტი საპროტესტო აქციების 28 დღეს  რუსთაველის გამზირზე  აქციის მონაწილეებმა სამაუწყებლო კომპანიას სოლიდარობა გამოუცხადეს. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განცხადებები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით გაკეთდა. 

„პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ეს ე.წ. დავა კერძოს საკუთრების თაობაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ თუ გამოვრთავთ „რუსთავი 2-ს“, გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, ვერავინ ვეღარ ვიტყვით, რომ საყდრისი ააფეთქეს ჩვენი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძალიან თვალსაჩინო და ძალიან ღირებული ძეგლი. რასაკვირველია, თუ გამოვრთავთ „რუსთავი 2-ს“, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, ვერ გავიგებთ იმას, როგორ ვარდებიან ჩვენი მუშები სამსახურში წასულები ყოველ დღე შენობებიდან და იღუპებიან, ვერ გავიგებთ, აი ის სიმახინჯე, რომელსაც პანორამა ჰქვია, სინამდვილეში სიმახინჯეა, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არც ქვეყნის ლანდშაფტს, არც კულტურულ მემკვიდრეობას, არაფერს საერთოდ, ვერ გავიგებთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები იმიტომ, რომ ამაზე არავინ მოგვიყვება,“ – განაცხადა ნინო დანელიამ.