ბათუმში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მაღალი რანგის ევროპელი სტუმრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.
პარალელურად კი სასტუმროს შესასვლელთან ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ოკუპაციას და 20 ივნისს აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა, შესვენების დროს სასტუმროსთან გამოსულ უცხოელ სტუმრებს მიმართეს და განუმარტეს თუ რას აპროტესტებენ ისინი.
შემდეგ კი ახალგაზრდებმა კონფერენციის ევროპელ სტუმრებს სიმბოლური მაფინებით უმასპინძლეს. მაფინებზე მეგობრობის აღსანიშნავად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები იყო გამოსახული.