ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების წევრს, ბენო ქაშაკაშვილს მის კერძო სასტუმროსთან მავთულხლართები მიუტანეს ამით მათ პროტესტი გამოხატეს ტელეკომპანია კავკაიის გადაცემა “ბარიერში“ ბენო ქაშაკაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზასთან დაკავშირებით. გადაცემაშივე ოპონენტების მწვავე რეაქცია მოჰყვა ქართული ბენო ქაშაკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსებმა “ჰა, ჰა, ხუთასი მეტით გადმოწიეს საზღვარი.“ ეს ფრაზა ბენო ქაშაკავშილმა დებატების დროს თაკო ჩარკვიანის საპასუხოდ თქვა, რომელიც ამბობდა, რომ ოკუპაცია ისევ გრძელდება და რუსებმა ტერიტორიები კვლავ წაგვართვეს.
ქაშაკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბენო ქაშაკაშვილი სასტუმრო “ვინოტელის “ მფლობელია. სწორედ ამ სასტუმროსთან გაუბეს დღეს მას მავთულხლართები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო დადეს:
“ჰაჰა ასი მეტრით შემოვიჭერით მის ბაღში და ველოდებით ახლა როდის გამოვა ხაზზე დაგვიპასხუოს, თუ აქვს რამე პრობლემა ეს მავთულხლართი რომ დავტოვოთ მის საკუთრებაში. ბოდიშის მოხდას ვითხოვთ საოკუპაციო ზოლზე მყოფი ადამიანების მიმართ, ვინც ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან და ინარჩუნებენ ტერიტორიებს. მსგავსი მავნებლური განცხადებები არავის არ შერჩება. ეს არის არასახელმწიფოებრივი განცხადება და ასეთი ადამიანები არ უნდა მოიწვიოთ ეთერში. ჰა, ჰა ასი მეტრით შეიძლება შევიჭრათ კიდევ იქით– აქეთ და ვნახოთ როგორი განცდაა საკუთრების ხელყოფა. “ – ამბობენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები
გუშინ გამოცემა on.ge -სთან საუბრისას ქართულმა ოცნებამ უარყო რომ ბენო ქაშაკაშვილი მათი წევრია, თუმცა ქაშაკაშვილი 2016 წელს ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში იყო და დღემდე ყველა თოქ–შოუში ქართული ოცნების წარმომადგენლის სახელით მონაწილეობს, რაზეც ქართულ ოცნებას აქამდე უარყოფა არ გაუკეთებია.