ანტისაოკუპაციო შეფუთვის შემდეგ “მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა

მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია „მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მაკნატუნამ“საკუთარ პროდუქციას ანტისაოკუპაციო შეფუთვა გაუკეთა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ  შევიწროების მიზეზი სწორედ ანტისაოკუპაციო გამოსვლების მიმართ მათი სოლიდარული განწყობა გახდა.

„შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც ეხებოდა ოკუპაციას. გავითვალისწინეთ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და გულისტკივილი. ეს ჩვენი ახალი პროდუქტი ჩვენმა მეგობარმა, თორნიკე ცერცვაძემ მიიტანა თბილისში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც მოხდა ასეთი ფაქტი, რომ თორნიკე გამოუშვეს რაგბის გუნდიდან, რომელშიდაც ის თამაშობდა და აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი და აგრეთვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ კომპანია „მაკნატუნაში“ ისევ შემოვიდა შემოსავლების სამსახური და მოითხოვა დეტალური, აბსოლუტურად ყველანაირი საბუთების ამოღება კომპანიიდან,“- განაცხადა “მაკნატუნას” პიარ-მენეჯერმა დავით კუხიანიძემ.