“პატრიოტთა ალაინსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა გამოცდების გაუქმების თემა ერის გამრავლების საკითხს დაუკავშირა:
“ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, როცა თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელა სკოლები, ანუ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია და ამის შესახებ დღეს არავინ არ ილაპარაკა. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები.
“ფიქრობთ თუ არა ბატონო მიხეილ, რომ საჭიროა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისკენ”, მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა განათლების მინისტრს.