“აქ იქნება თქვენი სახლი”: ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

{{ARTICLEIMAGE}}
აქ იქნება თქვენი სახლი” – ასე დახვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მისულ ჟურნალისტებს. სალომე ზურაბიშვილი მედიას ადმინისტრაციულ ფლიგელში უმასპინლა და იქვე მოაწყო ბრიფინგი. მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.

“მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – ოფფ ტჰე რეცორდ, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები ორ თანამდებობაზე უკვე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანალებს, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად,  პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება.