“აქ მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპებში” – რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოს სათხილამურო კურორტზე

ბრიტანული  ჟურნალისტმა ალფ ალდერსონმა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია დაწერა. თემა სათაურით „რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის საუკეთესო სათხილამურო ადგილი“ Independent-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოამზადა.

„ლონდონიდან თბილისამდე 4-საათიანი ფრენა რთული არ არის, თბილისიდან მესტიამდე ფრენას დიდი დრო არ სჭირდება. თუ სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობა მოგიწევთ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ულამაზესი ბუნება, ხეობები, მდინარეები და ტყეები იხილოთ, სადაც დათვები, მგლები და ფოცხვერები ბინადრობენ. აქ მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპებში” – განაცხადა ალდერსონი.

ჟურნალისტი ვრცელ სტატიას უძღვნის სვანეთს და წერს ამ რეგიონში მიღებულ შთაბეჭდილებებზე. ის მკითხველს გუდაურისა და გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტების მონახულებასაც ურჩევს. სტატიაში აღწერილია სამთო კურორტები თეთნულდი და ჰაწვალის განუმეორებელი ბუნების შესახებ.

ბრიტანეთის ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

Independent ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა დიდ ბრიტანეთში. მთელ მსოფლიოში Independent-ის ონლაინ და ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

საქართველოს, როგორც ტურისტული რეგიონის და საკურორტო ადგილის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს. განსაკუთრებით აქტიური იყო უცხოელი ბლოგერების თემები, სადაც ისინი აღწერდნენ საქართველოს რეგიონებს თავისი ბუნებრივი სილამაზით, კულტურით, ტრადიციებით და უნიკალური კულინარიით.

ამ მხრივ აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩოს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წაახალისებდნენ ყველა ბლოგერს, ვინც საქართველოზე დაწერდა.