აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!-ოქრუაშვილი “ტვ პირველს”

აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!-ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში  “ტვ პირველს” მიმართავს.

“ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში ( ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!”-წერს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის სტატუსს მალევე გამოეხმაურა “ტვ პირველის” საზოგადოებრივი თოქ-შოუს წამყვანი ინგა გრიგოლია. 

“ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი, როცა გამოხვალ, კამათი მერე, ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ:-წერს ინგა გრიგოლია.