აქცია გელათის სამონასტრო კომპლექსში

ქუთაისში დღეს, გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები პარტია თავისუფალმა საქართველომ გააპროტესტა. გოგი წულაია, ამბობს, რომ ტაძრის გადახურვა უხარისხოდ მოხდა. წულაიამ ტაძრის მიმდებარედ არსებულ ვიზიტორთა ცენტრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცენტრი დღეს უფუნქციოდაა, რადგან იქ წყალი ვერ შეიყვანეს. პარტია თავისუფალი საქართველოს პროტესტს, დღეს კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გამოეხმაურა, რომელიც კომპლექსში აღდგენით სამუშაოებს ასრულებს. ცენტში ამბობენ, რომ არამდგრადი ამინდების გამო ტაძრის გადახურვა შეჩერებულია.