აქცია კანცელარიასთან: დაკავებულია კონტრაქციის 20-მდე მონაწილე

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი სიტუაცია პერიოდულად იძაბება. კონტრაქციის მონაწილე აგრესიული ჯგუფები მოითხოვენ ლგბტ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვონ.  როგორც “ტელეკომპანია პირველი” იუწყება ოფიციალური ინფორმაციით პოლიციამ 9 კონტრაქციის მონაწილე დააკავა თუმცა არაოფიციალური ცნობით   კონტრაქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული.