აქცია პარლამენტთან მიგრანტთა წინააღმდეგ

საქართველოში მიგრანტების ჩამოსახლების წინააღმდეგ პარლამენტთან ქართული დასის აქცია გაიმართა. ჯონდი ბაღათურიამ მმართველი გუნდი გაეროს მიგრანტთა პაქტზე ხელმოწერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩამოსახლება იგეგმება. მისი ინფორმაციით ხელისუფლება მიგრანტებისთვის პირადობის მოწმობების გადაცემას და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასაც აპირებს, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ქართული დასის აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.