ქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ორგანიზატორების განცხადებით, მათი გეგმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, ასევე, განიხილავენ კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებს.
„მოძრაობის ძირითადი მიზანი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით მოქალაქეთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პროპორციულ არჩევნებში პრორუსული ხელისუფლების მარცხის ხელშეწყობა იქნება. დაგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღწევა“, – აღნიშნულია აქციების „სირცხვილია“ ორგაზნიზატორთა განცხადებაში.
აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.