საპროტესტო აქცია თბილისში – ადგილობრივი მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, რეკრეაციულ ზონას უკანონოდ შეუცვალეს სტატუსი და დასაშვები გახადეს იქ ახალი მშენებლობის დაწყება.
მერიისგან ისინი გადაწყვეტილების შეცვლას და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„ეს შექმნის პირველ რიგში პრობლემებს, მშენებლობის პერიოდში. ამ სკვერით სარგებლობა საზოგადოებისთვის გახდება აბსოლუტურად შეუძლებელი, ხოლო ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს სკვერი, ფაქტიურად ხდება იმათი კერძო ეზო,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.