რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს გიორგი მშვენიერაძემ მიმართა და მინისტრ გახარიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა.
მშვენიერაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მობილური ტელეფონები მოემარჯვებინათ და გახარიასთვის შეტყობინება “წადი!” გაეგზავნათ. პარლამენტის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ შს მინისტრს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.