აქციის დაშლაზე მივაწვდით რეალურ ინფორმაციას-პრემიერი კონგრესმენების წერილზე

აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით ინფორმაციას, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ. არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტის და ამას მე არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი  კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა.