ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში აქციის დაშლისას დაშავებული სამი მოქალაქეა გადაყვანილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია.
„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.
ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია.
მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” – 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.