კინო ამირანთან ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ასაფეთქებელი ნივთიერება თავში მოხვდა.
კინო ამირანთან რამდენიმე საათია, ძალადობრივი ჯგუფის აქცია მიმდინარეობს. ისინი კინო ამირანში ძალადობით შეჭრას ცდილობენ, ასევე მოქალაქეებს კინოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ჰომოფობთა მოძალადე ჯგუფების ლიდერები ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე არიან. ისინი ფილმის And Then We Danced-სი პრემიერას აპროტესტებენ. ფილმი გეი წყვილის შესახებაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც.