აქციის მეხუთე დღე. პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს

საპროტესტო აქციების მეხუთე. ხელისუფლების დათმობისა და პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად პროტესტი არ წყდება. პარლამენტის წინ საღამოს გამართულ აქციაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. ხვალ 19 საათზე პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. აქციის ბოლოს მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს შენობა ხალხისაა და იქ მათი ნების გარეშე ვერავინ შევა.