“გახარია წადი”-აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

პროტესტის მე-8 დღეს აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. რუსთაველის გამზირიდან მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იღებენ.

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლემდე აქციის მონაწილეებმა გზად გიორგი გახარიას სახლთანაც გაიარეს და წარწერები დატოვეს: “გახარია წადი!”

ივანიშვილის რეზიდენციასთან კი ხალხმა პროტესტის ნიშნად ფულიც გადაყარა და ყვითელი ბარათების პერფომანსი მოაწყო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ პერფორმანსის შემდეგ, ისინი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას მშვიდობიანად დატოვებენ.