აქციის მონაწილეები სასტუმრო „რედისონთან“ მივიდნენ

აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო სასტუმრო „რედისონთან“ არის შეკრებილი. მივიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ” ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელის  დავით ქაცარავას თქმით, ისინი დააზუსტებენ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ადგილსამყოფელს. 

„ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება”,-აცხადებს დავით ქაცარავა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.