პარლამენტთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ დაიძრა. მანამდე კი მოქალაქეებს 30 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, თუმცა მოქალაქეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არ დაუტოვებიათ.
ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. კანონი აქციის არც ერთ მონაწილეს არ დაურღვევია.პოლიციამ დემონსტრანტების ტროტუარებიდან ძალით გაყვანაც სცადა.