აქციის მონაწილეებმა კასრები და შეშა მიიტანეს – მზადება რუსთაველზე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს მოქალაქეებმა კასრები და შეშა მიუტანეს.

აქციის ორგანიზატორებმა ჰაერის ტემპერატურაც გაითვალისწინეს და აცხადებენ, რომ  კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, იმისთვის რომ დემონსტრანტები გათბნენ.

დემონსტრანტები  ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ, რომელიც გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

აქცია “ყველა ერთის წინააღმდეგ” დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეები გუშინდელის მსგავსად, ღამის გათევას საკანონმდებლო ორგანოს წინ გეგმავენ. ადგილზე გაშლილია კარვები.