აქტივისტებს ხელკეტებით სცემეს – რას წერს “ბრიტანული “როიტერი” ინაუგურაციის დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე

{{ARTICLEIMAGE}}
“ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი თელავისკენ გაემგზავრა, თუმცა პოლიციამ გზა ჩაკეტა, ზოგიერთ აქტივისტს ხელკეტებით სცემა”,- ასე აღწერს ბრიტანული სააგენტო “როიტერი” 16 დეკემბერს, ინაგურაციის პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები დღეს გახდება ცნობილი. 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის პრესკონფერენციაა დანიშნული.

რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. ხელისუფლების ოპონენტები დღის განმავლობაში  უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

შსს-ს ცნობით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ. თავის მხრივ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამოაზრეებს მიმართა და მათ თბილისში აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

“ძალა ერთობაშიას” წევრები თბილისში დაბრუნდნენ. აქტივისტთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაათენა.