ანა დოლიძეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ უშვებენ. კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. დოლიძე აცხადებს, რომ
შეკითხვები აქვს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს მიქაუტაძეს დისკომფორტი არ შეუქმნას და სწორედ ამიტომ არ უშვებენ სხდომაზე.დოლიძის თქმით, მიზეზად მას უთხრეს, რომ კომიტეტის დარბაზში ადგილი არ არის და შესთავაზეს მოქალაქეებისათვის განკუთვნილ აივანზე ავიდეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
“სხდომა არის საჯარო, პარლამენტი არის საქართველოს მოქალაქეების შეკრების ადგილი, დღეს შიგნით არის შესული სრული კომფორტის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული მარცხენა ფლანგი,ეს არის ვითომ დემოკრატიული პროცესი. არ ანერვიულონ გიორგი მიქაუტაძე ვინმემ არ დაუსვას ისეთი შეკითხვა, რომელიც მას ცოტა გააოფლიანებს, ეს ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია? არ გვიშვებენ დარბაზში, ზალიან სასაცილოა ეს ამბავი და ბევრჯერ მაქვს ნანახი, საქართველოს პარლამენტში ბოლო 15 წელია დავდივარ, პირველად არ ვუყურებ ამ სიტუაციას და კარგად არ მთავრდება”-აცხადებს ანა დოლიძე.