არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო: პრეზიდენტი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა: ჩემთვის ადვილი იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხზე მილოცვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო.