არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს – ეკა ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქზე.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ეს განცხადება მან 16:12 საათზე გააკეთა.

“30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – განაცახდა ბესელიამ.

აქციის დაშლა ცოტა ხნის წინ დაიწყო, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაშავებულები.