“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი, ბორჯომი, ლისის ტბა თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ტრადიცია ჩემი, და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საპატრიარქოში ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.