სექსუალურ შევიწროებაში “ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს ადანაშაულებენ.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „პაროსის“ დამფუძნებელი ნარინე გისონიანი საჯაროდ ამხელს „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მაჟორიტარს.
“პოსტ ფაქტუმმა” გაარკვია რა წინადედებით მიუგზავნა ენზელ მკოიანმა შუამავლები ნინოწმინდაში მცხოვრებ ქალბატონს, რა მოხდა მკოიანის კაბინეტში და რატომ ემუქრება პოლიცია დაჭერით მსხვერპლს.
“წლების წინ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ვიყავი. სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ჩვენს მაჟორიტართან საქმიანი შეხება. ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, როგორც ჩანს მოვეწონე და ჩემს უახლოეს მეგობარს უთხრა, ნარინესთან დამეგობრება მინდაო, მერე უფრო კონკრეტულად შემომითვალა, საყვარლობა. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებებს, ყოველთვის უარით ვპასუხობდი, ისევ ჩემი მეგობრის საშუალებით. ბოლოს თვითონ დაიწყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა.“ – ამბობს ნარინე გისონიანი.
მაჟორიტარი ენზელ მკოიანი ბრალდებას სრულიად უარყოფს.