“არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს”-მიქაუტაძე საკვალიფიკაციო გამოცდებზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე  არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა გაუქმდეს.

მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირს, გამოცდები ჩაბარებული უნდა ჰქონდეს.

„მე არ დავეთანხმები ამ შემთხვევაში, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გააჟღერა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული და ეს შეთავაზება საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შეაფასოს განსაკუთრებით იმ კანდიდატების კვალიფიკაცია, რომლებიც არ არიან მოსამართლეები. მეორე რეკომენდაციაც არის ვენეციის კომისიის ინტერესთა კონფლიქტზე და ეს ძალიან ახლო ბმაშია ერთმანეთთან და მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ. რომ ვენეციის კომისია არა ძირითად რეკომენდაციად გვეუბნება, რომ 2/3 კვორუმი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი და ამან ჩიხში შეიყვანოს პროცესი და საქართველოს პარლამენტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს პროცესი ჩიხში არ შევიდეს და კვორუმის 2/3-მა ის არ გამოიწვიოს, რომ საბოლოო ჯამში ვერ დაინიშნოს მოსამართლეები“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.