საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრების შეწყალების პროცესში შეცდომის დაშვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ამ საკითხზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება და არც სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ქვეშ… ეს არის შეფასება გარემოებებისა და მოცემულობების იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი, რაც არც გამორიცხავს შეცდომას და არც სხვისგან განსხვავებულ პოზიციას”, — თქვა პრეზიდენტმა.
მან პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
“მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის. მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის რაც ზოგს გონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი, ეს არ არის არც სასამართლოს რევიზია, ეს არ არის მეოთხე ძალაუფლება, ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილების ქვეშ, ეს არის შეფასება იმ გარემოებების, იმ მოცემულობის და იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რაც არ გამორიცხავს შეცდომას,არ გამროიცხავს სხვას ქონდეს სხვა შეფასება, ამიტომაც წინა წელს მე ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები რომელიც ეხება შეწყალებას იყოს გადახედილი და იყოს შემუშავებული პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ, ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და გადაეცემა ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს და უკვე მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები რომ აღარ მოხდეს ასეთი შეშფოთება საზოგადოების.
გამომდინარე ამ ვითარებიდან, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება წესები სემუსავდება და შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორი იქნება შეწყალება”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.