მეორე დღეა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრი იმყოფება. ვინაიდან, მინისტრის მოხსენების, დეპუტატების შეკითხვების და ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ გუშინ ფრაქცების გამოსვლები ვერ მოესწრო, დღევანდელი სხდომა სწორედ ფრაქციების გამოსვლებით განახლდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი „უმანკოების მანტიამოსხმული და მორალური უპირატესობის კვარცხლბეკზე ასულ“ მინისტრად მოიხსენია და განუცხადა, რომ სანამ იუსტიციის მინისტრად დარცება, ქვეყანაში არც კანონნის უზენაესობა იქნება, არც დამოუკიდებელი სასამართლო და ვერც სამართალს იპოვის ვინმე. „ტქვენს სახელს უკავშიედება სასამართლო კლანი, პოლიტიზირეული პროკურატურა, შეუცვლელი ხართ არა ღირსებით, არამედ, უღირსი გადაწყვეტილებების გამო“ – განუცხადა სამადაშვილმა წულუკიანს.