„არ გელაპარაკები”- “ოცნების” დეპუტატი რუსთავი2-ის ჟურნალისტს

„არ გელაპარაკები,“ – ასე მიმართა ჟურნალისტს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „გამჭვირვალობის“ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

ჯაფარიძეს „კურიერის“ კორესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არც ერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ ამ სიაშია, თუმცა მან ჟურნალისტთან კომენტარი არ გააკეთა.