“არ გინდოდათ რძე და ყველი”-სააკაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-მ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე უარი უთხრა.

“აბა დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა,რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა,რომელსაც ერგო ამდენი პატივი..
ამაზეა  ნათქვამი “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს”- წერია სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე.