“მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს, არ გვაქვს”-ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს და შესაბამისად მმართველი გუნდი ვალდებული არაა ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს.
„გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ!“, – განაცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.