“არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი”- კვესიტაძე პაატა სალიას მიმართავს

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პაატა სალიას მიმართავს. როგორც კვესიტაძე განმარტავს, საპენსიო ფონდში უთხრეს, რომ მისი კთვნილი თანხა სახელმწიფომ  ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს 1 აგვისტოს გადაურიცხა. თუმცა ტელეკომპანიას გადარიცხული თანხა დღემდე არ გადაურიცხავს ეკა კვესიტაძისთვის. 

“Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2″ არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.