არ მგონია, ქართველმა ხალხმა “ ნაციონალები“ ხელისუფლებაში დააბრუნოს – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.წულუკიანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო თანამომხსენებლების რეკომენდაცია გააკრიტიკა.
“იმის ილუზია, რომ 2020-ში ნაციონალები დაბრუნდებიან და მოდი, იმათ დავუტოვოთ დაასახელონ დანარჩენი კანდიდატები, ვფიქრობ თუ რამეა სასაცილო, აი ეს არის სასაცილო. იმედი მაქვს, რომ 2020-ში „ქართული ცნება“ არჩევნებს ღირსეულად ჩაატარებს და თუ არ ჩაატარებს, არ მგონია, რომ „ნაციონალები“ დააბრუნოს ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში. ამიტომ, როდესაც რეკომენდაციას იძლევი, უნდა გაანალიზო. აი, ასეთი ცუდი შეფასება მაქვს მე ამ რეკომენდაციის. არ ვემხრობი, მგონია რომ ძალიან ზედაპირული და გაუაზრებელი რეკომენდაციაა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.