20 ივნისს აქციის დარბევის შედეგად 18 წლის გოგონამ, მაკო გომურმა ცალი თვალი დაკარგა. ის ამჟამად სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა დაზიანება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცალ თვალში მას მხედველობა არ აღუდგება. მაკო გომურმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა იმ ხალხისთვის ვინც 12 დღეა პარლამენტის შენობის წინ იკრიბება და აპროტესტებს რუსულ ოკუპაციასა და 20-21 ივნის განვითარებულ მოვლენებს.
“უმოძრაოდ ყოფნა საშინელებაა როცა თქვენ მანდ დგახართ და აპროტესტებთ იმას რაც მე გამიკეთეს, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, მე ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა რომ აქედან გელაპარაკოთ. ძალიან მიყვარხართ. არ მეგონა ასეთ თანადგომას თუ დავინახავდი ადამიანებისგან არ ემგონა ასე თუ შეგვეძლო გაერთიანება არ მეგონა. გული მწყდება რომ ყოველთვის ცუდი ამბები გვაერთიანებს და არა კარგი ამბები, არ ვიყავი აქამდე აქტიური და არასდროს არაფერს ვაპროტესტებდი. თუმცა ყოველთვის ვიყავი უსამართლობის წინააღმდეგი და ახლაც ვარ უსამართლობის წინააღმდეგი, არ მინდა რომ თავი მარტოდ იგრძნოთ იმიტო რო ძალიან ბევრი ადამიანია თქვენს გვერდით ახლა. თუ ვინმე ცუდს ამბობს დღეს ჩვენზე იმიტო ამბობს რომ ვერ ხედავს იმ სინამდვილეს რაც ხდება დღეს. მე მჯერა თქვენი წმინდა გულების თქვენი წმინდა აზრების და ვიცი რომ მართლა საღი აზრი გამოძრავებთ, და უსამართლობის გამო იბრძვით. არ მინდა რომ იბრძოდეთ ვინმეს გამო მინდა რომ იბრძოდეთ საკუთარი სამშობლოს და საკუთარი მომავალის გამო”