“არ მიტყდება ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა,“ – ეს განცხადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ”ქართული ოცნების“ წევრმა , ალეკო ახალაძემ გააკეთა.
„ნანა კოსტავამ ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა, სხვათა შორის რწმენის შეურაცხყოფა ამ შეხვედრაზეც ვიგრძენი. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ – ამბობს ალეკო ახალაძე.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომლებიც კოსტავას გადაყენებას ითხოვენ. როგორც, მმართველი გუდნის დეპუტატები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან კოსტავას სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, რომ კოსტავას მანდატი დაატოვებინონ.
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი გამოიყენა 26 მაისს ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დის პოსტზე. მისი არაეთიკური განცხადების გამო ქუთაისი სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.